ისტორია
სახელოსნო ლიცენზირებულია 2003 წელს
მდებარეობა ქ.თელავი
საქმიანობა: იარაღის შეკეთება-დამზადება.
2003 დან 2007 წლამდე ძირითადი საქმიანობა ხრახნილ ლულიანი იარაღის შეკეთება-მოდერნიზება.
2007 წლისათვის , მექანიკური სისტემის კარაბინისათვის შემუშავებული და დამზადებული იქნა სწორხაზოვნად მცურავი საკეტის ექსკლუზიური მოდელი. ახალი საკეტის კონსტრუქცია სინთეზია არსებული საკეტების კონსტრუქციების.

ახალი საკეტით 2010 წელს დარეგისტრირდა მექანიკური სისტემის კარაბინი, სახელით „ბორბალო 210“ რომლიც მზადდება ინდივიდიალური დაკვეთით, საშუალო სიმძლავრის ვაზნებისთვის.

ყალიბი 6.5მმ.დან—-9.3მმ.მდე

——————————-
ბორბალო 211
ახალი საკეტის მოდერნიზებით 2011 წელს დამზადდა საკეტი მაღალი სიმძლავრის ვაზნებისთვის.
ყალიბი 8.58მმ.დან—12მმ.მდე



მოდერნიზებული საკეტის ბაზაზე მზადდება კარაბინიები: „ბორბალო 211“ „ბორბალო 212“ „ ბორბალო 215“
——————————-
„ბორბალო 213“
დიდი ყალიბის ვაზნებისათვის იგივე საკეტის მოდერნიზებით 2013 წელს დამზადდა ორიგინალური კონსტრუქციის ბულპოპის ტიპის კარაბინი, რომელსაც როგორც კომპლექსს შეუძლია მსხვილი ყალიბის სხვა და სხვა ვაზნების გამოყენება:
ყალიბი 12,7×99 12.7×108…..



————————————
ბორბალო 216
2016 წელს მცირე ყალიბიანი კარაბინისათვის შემუშავებული და დამზადებული იქნა ახალი კონსტრუქციის ლულის საკეტი მექანიზმი. ახალი საკეტის კონსტრუქციაში, მზიდი საყრდენის (ჩამკეტის) მექანიზმი განსხვავებულია დღემდის არსებული მსგავსი საკეტების მექანიზმებისგან.
ახალი ჩამკეტით მზადდება მექანიკური სისტემის კარაბინები “ბორბალო 216” “ბორბალო217”
ყალიბი 17 HMR 22WMR 22LR

ჩამკეტს ალტერნატივა არ აქვს
ყალიბი 223(5,56) 5.45 7.62×39 9×19

——————————————–
“ბორბალო 322”
მცირე ყალიბიანი გვერდითი აფეთქების :ვაზნებისთვის 2020 წელს შემუშავებული და დამზადებული იქნა კარაბინი უნივერსალური ლულის ჩამკეტი მექანიზმით, რომელიც მუშაობს როგორც გადატენვის ნახევრად ავტომატურ რეჟიმში, ასევე ხელით გადატენვით
